Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=671035&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 ნოემბერი
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი : თბილისი, საბურთალო ო. ონიაშვილის ქუჩა №2;

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვა, განხორციელება, განვითარება და ზედამხედველობა კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
** კომპანიის ბრენდის იდენტობის შექმნა, ბრენდის პოზიციონირებაზე მუშაობა;
** ბრენდის ცნობადობისა და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანიების მოფიქრება და განხორციელება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინირებით სხვადასხვა პრომო აქციების დაგეგმვა;
** მარკეტინგის გუნდისთვის დავალებების დელეგირება;
** ძირითადი მეტრიკების წარმოება და ანალიტიკა;
** მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტების მიწოდება გენერალური დირექტორისთვის ;

ჩვენს გუნდში ვეძებთ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით);
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** ინგლისური და თურქული/რუსული ენების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ერთი საათი შესვენება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 01 ნოემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის ხელმძღვანელი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია