დასახელება:
SME-ების მხარდაჭერა მდგრადი პრაქტიკის დანერგვაში
|
მომწოდებელი:
გაეროს განვითარების პროგრამა
|
გამოქვეყნდა: 01 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
|
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში იწყებს ახალ მხარდაჭერის პროგრამას ქართული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (SMEs). მისი მიზანია დაეხმაროს კომპანიებს საკუთარი მდგრადი მოხმარებისა და წარმოების (SCP) პრაქტიკის შეფასებაში, გაუმჯობესებასა და ახალი პრაქტიკული ზომების დანერგვაში, რომლებიც გაზრდის მდგრადობასა და ეფექტიანობას.
პროგრამაში მონაწილე კომპანიები მიიღებენ შემდეგ მხარდაჭერას:
(1) მდგრადი მოხმარებისა და წარმოების არსებული პრაქტიკის (sustainable consumption and production (SCP) practices) შეფასება
შერჩეული კონსულტანტი ეწვევა თითოეულ SME-ის ინტერვიუების ჩასატარებლად და არსებული მდგრადი განვითარების პრაქტიკის შესაფასებლად, რათა განისაზღვროს რა ზომებია უკვე მიღებული მდგრადი მოხმარებისა და წარმოების (SCP) პრაქტიკის მიმართულებით და მათი გამოყენების ამჟამინდელი დონე. შეფასების ეტაპზე, კონსულტანტმა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის მიწოდება (მაგ., წარმოების პროცესების, ენერგიისა და ნედლეულის მოხმარების ან ნარჩენების მართვის შესახებ) სრულყოფილი და ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად.
(2) ინდივიდუალური ანგარიში რეკომენდაციებით
შეფასების შემდეგ, თითოეული კომპანია მიიღებს მოკლე, ინდივიდუალურად მორგებულ ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება 2-4 პრაქტიკული და შედარებით მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა ნარჩენების შემცირება და/ან ხელახალი გამოყენება, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება, მდგრადი შეფუთვის დანერგვა და სხვა შესაბამისი ღონისძიებები.
შენიშვნა #1: შეფასება და რეკომენდაციები კომპანიებისთვის სრულიად უფასოდ ხორციელდება. განაცხადის შევსებით თქვენ გამოხატავთ დაინტერესებას პროგრამაში მონაწილეობაზე და ეთანხმებით ინტერვიუში მონაწილეობას, კონსულტანტის ვიზიტს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას სრულყოფილი და ზუსტი შეფასებისთვის.
შენიშვნა #2: იგეგმება თანადაფინანსების (გრანტის) ახალი პროგრამის გამოცხადება (Innovation Challenge Call), რომელიც მხარს დაუჭერს კომპანიებს რეკომენდებული SCP პრაქტიკის დანერგვაში.
დაინტერესებულმა პირებმა, განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ გვერდზე https://forms.gle/WbghXTUPL5sExUmM9
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) პროექტის "წვდომა საექსპორტო ბაზრებზე" მიერ.
განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kristine.meparishvili@undp.org.
|
|
|
|