დასახელება:
საკურიეროს ოპერატორი
|
მომწოდებელი:
sheniamanati.ge
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
კომპანიას "შენიამანათი.ჯი" ესაჭიროება საკურიეროს ოპერატორი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
ლოკაცია: ისანი
პირობები:
** სამუშაო დღეები - 5. ორშაბათი-პარასკევი 10-დან 18- საათამდე.
** საბაზისო ხელფასი - 900 ლარი (ხელზე ასაღები). ხელფასი ირიცხება ყოველი მომდევნო თვის 25-30 რიცხვში, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე. თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მაღალი კლასის ჯანმრთელობის დაზღვევით. ხელფასის ზრდა ყოველ 6 თვეში, შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
** 1-კვირიანი სტაჟირების შემდეგ (სტაჟირება არ ანაზღაურდება) ფორმდება ხელშეკრულება, 6 თვის შემდეგ დასაქმებულს შეუძლია ისარგებლოს 7-დღიანი უქმე დღით (არ ანაზღაურდება), ხოლო 11 თვის შემდეგ, ანაზღაურებადი ორ კვირიანი შვებულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკურიერო კომპანიებთან ურთიერთობა.
** მომხმარებლებისათვის საკურიერო შეკვეთების გამზადება;
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება.
** დაძაბულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** თავაზიანი.
** პასუხისმგებლობიანი.
** სტაბილური.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@sheniamanati.ge და მიუთითეთ "საკურიეროს ოპერატორი".
|
|
|
|