დასახელება:
საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას კლინიკის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** ბიზნეს ანალიზის პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას;
** SQL ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** კლინიკის ბიზნეს პროცესების საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** პროგრამის დანერგვის პროცესში ჩართულობა;
** არსებული პროცესების მონიტორინგი და დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი პროცესში ჩართულ პირებთან ერთად;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 30.10.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|