დასახელება:
პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Render Group
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
|
არქიტექტურული ვიზუალიზაციების სტუდია "Render Group" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ყველა ეტაპის დაგეგმვა და შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** ჯგუფის წევრებისთვის საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა, ბიზნეს-მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც მომწოდებლებისთვის პასუხისმგებლობის მკაფიოდ გამიჯვნის უზრუნველყოფა;
** პროექტის შესრულების განმავლობაში შემსრულებლისა და ჩართული პირების დავალებების/დედლაინების კონტროლი;
** პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების პროექტების მენეჯმენტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Task Management-ის ინსტრუმენტების: Jira, Asana-ს ცოდნა;
** დიზაინ პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
** დეველოპმენტის გუნდთან მუშაობის გამოცდილება;
** PMP (Project Management Professional) სერტიფიკატი (სასურველია);
** Agile მეთოდოლოგიის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ამოცანის ანალიზისა და დაგეგმვის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენისა და მათი გადაწყვეტის უნარი;
** კომუნიკაბელურობა - ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდურობა;
რეზიუმე გამოაგზავნეთ Hello@render.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: არქიტექტორი, უმცროსი არქიტექტორი ან სტაჟიორი (ანაზღაურებადი).
|
|
|
|