Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=670761&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯეორჯიან პროდაქტს
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი
დეკორატიული და სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products" (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და აქტიურად ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products" აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და უწყვეტ განვითარებაზე.

"Georgian Products" (GEOP) აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** HR დეპარტამენტის ყოველდღიური დოკუმენტაციის მართვა, აღრიცხვა და მოწესრიგება;
** სახელფასო უწყისის წარმოება და ხელფასის გამოთვლის პროცესში მონაწილეობა;
** HR პროგრამის (Self HR) ადმინისტრირება და მართვა;
** კომპანიის მიმდინარე ვაკანსიების მართვა, რეკრუტინგის სრული ციკლის უზრუნველყოფა (ვაკანსიის გამოქვეყნება, კანდიდატების შერჩევა, გასაუბრებების ორგანიზება და შემდგომი კომუნიკაცია);
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და მონაცემთა ბაზის განახლება;
** შრომითი კანონმდებლობის, შიდა რეგულაციებისა და კომპანიის პოლიტიკების დაცვა და ზედამხედველობა;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ყოველწლიურ აუდიტებში აქტიური მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** საჭიროებისამებრ ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას HR მიმართულებით;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვების უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: Hr@geopro.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - HR სპეციალისტი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია