დასახელება:
დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბიოგრაფი ლივინგ
|
გამოქვეყნდა: 30 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
"ბიოგრაფი ლივინგ" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:
ძირითადი მოვალეობები:
** დოკუმენტაციის მიღება და რეგისტრაცია - შემოსული წერილების (ელექტრონული და ფიზიკური) მიღება, გაციფრულება და შიდა სისტემაში რეგისტრაცია.
** დოკუმენტაციის გადამოწმება და დახარისხება: დოკუმენტის შინაარსის გაცნობა და შესაბამის დეპარტამენტებთან გადაგზავნა.
** ხელმოწერებისა და ბეჭდების კოორდინაცია: დოკუმენტებზე კომპეტენტური პირების ხელმოწერისა და ბეჭდის უზრუნველყოფა, პროცედურის მიხედვით.
** დოკუმენტაციის გაგზავნა და მიმოცვლა: შიდა და გარე კომუნიკაციისთვის დოკუმენტების დროული და ზუსტი გაგზავნა.
** ელექტრონულ სისტემებთან მუშაობა: დოკუმენტების ატვირთვა და განთავსება კომპანიის შიდა სისტემებში.
** დოკუმენტების აციფრულება და არქივაცია: ფიზიკური დოკუმენტების გაციფრულება, ფაილების დალაგება და უსაფრთხო ელექტრონული და ფიზიკური შენახვა.
** დოკუმენტაციის დაცულობა და კონფიდენციალურობა: დოკუმენტების დამუშავებისას კომპანიის მონაცემთა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის სრული დაცვა.
** არქივის მართვა: დოკუმენტების კლასიფიცირება, რეგისტრაცია და შენახვა - როგორც ციფრულ, ასევე ფიზიკურ არქივში.
** დოკუმენტების მოძიება მოთხოვნის საფუძველზე: საჭიროების შემთხვევაში, მოძიება და მიწოდება უფლებამოსილი პირებისთვის, შესაბამისი აღრიცხვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ადმინისტრაციული მართვის მიმართულებით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერა/კითხვა);
** ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციის წაკითხვა და გაგება);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, Outlook);
** დოკუმენტბრუნვის სისტემებთან ან ელექტრონულ არქივთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ყურადღება დეტალებზე და ინფორმაციის სწორად დამუშავების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი.
სამუშაო გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (მაგალითად: დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი, ოფისის მენეჯერი, ადმინისტრაციის ასისტენტი).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KgC7g1e
|
|
|
|