დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
გამოქვეყნდა: 29 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ფარმაცევტულ კომპანიაში სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და ექიმებთან, ყოველდღიური/გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება;
** კლინიკის სერვისების შესახებ სამედიცინო და მარკეტინგული ინფორმაციის სრულფასოვნად ცოდნა და წარდგენა;
** ჯგუფური ღონისძიებების (სემინარი, კონფერენცია, პრეზენტაცია) ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და სერვისების შესახებ ინფორმაციის პრეზენტაცია;
** კლინიკის სერვისების პრომოციისთვის განსაზღვრული სხვა აქტივობების განხორციელება;
** ბაზარზე არსებული კონკურენტების შესწავლა, შესრულებული სამუშაოს პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი;
** ხელმძღვანელის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის და სამოქმედო გეგმის რეგულარული ანგარიშგება.
პიროვნული თვისებები:
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 29.10.2025-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|