Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=670178&print=yes&view=jobs
 
სექციის მენეჯერი - ხაშური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სექციის მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ხაშურში.

სამუშაოს აღწერა:

** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება (მათ შორის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან);
** ბაზრის მონიტორინგი (კატეგორიის მიხედვით) და კონკურენტების კვლევა (ასორტიმენტი, ფასი და ა.შ.);
** სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა;
** ასორტიმენტის მართვა და ნაშთების კონტროლი;
** საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება;
** ახალი პროდუქციის მიღების, განლაგების, გაცემის ორგანიზება და ვარგისიანობის კონტროლი;
** გეგმის შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების ინიცირება-დაგეგმვა- განხორციელება;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებებსა და ტრენინგებში მონაწილეობის მზაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ანაზღაურება - შეთანხმებით;
სამუშაო გრაფიკი - სრული;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 26 ოქტომბერი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ "სექციის მენეჯერი ხაშური".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია