დასახელება:
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სქილვილ
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"სქილვილის" კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ბათუმი
ფუნქცია მოვალეობები:
** მონაწილეობას იღებს ხარისხის უზრუნველყოფის წლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებაში;
** მონაწილეობას იღებს ვერიფიკაციის პროცესში;
** მონაწილეობას იღებას კვლევების ჩატარებაში, პროცესების ხარისხის შეფასების მიზნით;
** ახორციელებს სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას პროცესების ხარისხის შეფასების მიზნით, რისთვისაც საჭიროების შემთხვევაში ქმნის ბაზებს;
** ახორციელებს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს;
** მონაწილეობას იღებს ავტორიზაციისთვის და ხარისხის გარე უზრუნველყოფის სხვა მიმართულებებისთვის კოლეჯის მომზადების პროცესში;
** მონაწილეობას იღებს თვითშეფასების პროცესში;
** აორგანიზებს ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს პერსონალთან ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში;
** აკონტროლებს თითოეული პროცესის მიმართულებით მტკიცებულებების შეგროვება/შენახვას;
** საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისა და კოლეჯის მისიის, ხედვისა და მიზნების მიღწევის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს კოლეჯის სხვა პერსონალთან;
** ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომელიც დაკავშირებულია სქილვილის ყოველდღიური საქმიანობის, მოქმედი კანონმდებლობისა და კოლეჯის შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან;
** ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
** სასურველია განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ხარისხის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
** ეფექტური კომუნიკაცია;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი;
** განაკვეთი: ნახევარი;
** არჩეულ კანდიდატს გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება, 6 თვიანი საგამოცდო ვადით.
** ვაკანტური ადგილი: 1.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:
** კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
გადაწყვეტილება მიიღება კომისიური წესით, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ნოემბრისა.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი, 2025 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, განათლების და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მეილზე: a.idadze@skillwill.edu.ge, საბჯექთში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|