Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=670117&print=yes&view=jobs
 
მათემატიკის საოლიმპიადო ჯგუფის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის საოლიმპიადო ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

"გიმნაზია შავნაბადა" აცხადებს კონკურსს მათემატიკის საოლიმპიადო ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი მოსწავლეთა ჯგუფის ხელმძღვანელობა და რეგულარული მეცადინეობების ჩატარება;
** მათემატიკური ამოცანების შერჩევა, სავარჯიშო მასალების და სიმულაციური ტესტების მომზადება, რომელიც თანხვედრაშია ოლიმპიადების სილაბუსთან და ფორმატთან;
** მათემატიკური ნიჭის მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და განვითარება, მათთან მუშაობა ინდივიდუალური მიდგომით;
** მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგი და მუდმივი უკუკავშირის მიწოდება;
** შიდა შერჩევითი ტესტების ორგანიზება;
** მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა;
** ურთიერთობა მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და ოლიმპიადების ორგანიზატორებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში ან/და მონათესავე დარგში;
** ოლიმპიური ჯგუფის სწავლების გამოცდილება;
** ოლიმპიადების სტრუქტურის ცოდნა (ეროვნული და საერთაშორისო);
** ორგანიზების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@shavnabada.edu.ge. წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია