Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორატიულ ღონისძიებებს;
** ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** მომხმარებლების განაცხადის შესაბამისად საქონლის რეალიზაცია;
** საქონლის რეალიზაციის შედეგად შესაბამისი საბუთის მომზადება, ინვოისის გამოწერა, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა, ზედნადებისა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
** სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;
** დებიტორების კონტროლი - ხელშეკრულების შემოწმება, მომხმარებლის ლიმიტის დადგენა და ლიმიტის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის განხრით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (განსაკუთრებით FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა სასურველია
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციის და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო დრო: 09:00-18:00 (კვირაში ორი დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1000 ნეტი
სამუშაო ადგილი: ორხევი, თ.ჩანტლაძის #15 (ისთ ფოინთთან ახლოს)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტერ - ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე