დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კავკასუს დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
|
კომპანია სს "კავკასუს დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 -18:00 სთ. ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა შერჩევისა და შიდა რესურსების ეფექტიანი მართვა;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემის ადმინისტრირება;
** მენეჯმენტთან აქტიური თანამშრომლობა ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებისა და პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით.
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სამუშაოს აღწერილობების შემუშავება/მონიტორინგი
** იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებულად თანამშრომლებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო თუ სხვა იურიდიული დოკუმენტების პროექტების შემუშავება;
** სრული ადმინისტრაციული ციკლის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან/და მომიჯნავე პროფესიის მიმართულებით)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** სტრატეგიული დაგეგმვისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კომპანია გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს.
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევას.
** მე-13 ხელფასს წლის ბოლოს
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@cd.com.ge Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@cd.com.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|