Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669959&print=yes&view=jobs
 
სასტერილიზაციოს ექთანი/ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტერილიზაციოს ექთანი/ექთანი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 26 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
კლინიკა მედ დიაგნოსტიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას სასტერილიზაციოს ექთანი/ექთნის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.თამარაშვილის #4.
სამუშაო განაკვეთი: სრული 09:00 დან 18:00

ფუნქცია მოვალეობები:

** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება (საექთნო ჩანაწერების სწორად, დროულად, გარკვევით და ხარისხიანად წარმოება);
** ხარჯთაღრიცხვის წარმოება დადგენილი პროცედურის მიხედვით: თავის სამუშაო საათებში გაწეული ხარჯის სწორად დაფიქსირება;
** ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
** სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
** სახარჯი მასალების მომზადება
** დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;
** უზრუნველყოს მისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის სწორი და დროული შევსება;
** უზრუნველყოს ასეპტიკა და ანტისეპტიკის წესის დაცვა;
** უზრუნველყოს სახარჯი მასალის და მედიკამენტების აღრიცხვა და მარაგის შევსება;
** უზრუნველყოს ექიმისთვის დახმარების გაწევა სამედიცინო დოკუმენტაციის შევსებაში.
** უზრუნველყოს ექიმის მიერ დანიშნული მანიპულაციების ზუსტი შესრულება;
** პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია;
** ნაზოგასტრალური ზონდირება და კუჭის ლავაჟი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია