Робота для біженців з України
ინგლისური ენის პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის პედაგოგი
მომწოდებელი: LINGOSTAR English Language Center
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ლინგოსთარი" - ინგლისური ენის სკოლა აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინგლისური ენის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
** თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით კურსების შემუშავება და დახვეწა;
** ტესტების შედგენა, ადაპტირება და შეფასების სისტემის მართვა;
** სტუდენტების პროგრესის მონიტორინგი და რეგულარული უკუკავშირის მიწოდება;
** სასწავლო პროცესის ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული წარმართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ინგლისური ფილოლოგია;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე (როგორც დასწრებით, ისე დისტანციურად);
** ინგლისური ენის კურსების განვითარების და დახვეწის უნარი სხვადასხვა მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

სავალდებულო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე და ქართული - მშობლიური ენა;
** გაკვეთილების ეფექტურად დაგეგმვის უნარი სასწავლო პროგრამების შესაბამისად;
** ტესტების შედგენისა და ადაპტირების უნარი;
** სამუშაო პროცესისა და დროის ეფექტური მართვა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** სტუდენტებისა და მოსწავლეების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** ინოვაციურ და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს.

გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელფოსტაზე: info@lingostar.school.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე