Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669817&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Esquisse Telavi
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
Esquisse Telavi - მდებარეობს თელავის გულში, კახეთის ისტორიული და კულტურული ცენტრის შუაგულში. სასტუმრო გთავაზობთ კომფორტისა და ქართული სტუმართმოყვარეობის იდეალურ შერწყმას.

სასტუმროს აქვს 57 უნიკალური ნომერი, თითოეული განსხვავებული კულტურული თემატიკით, რაც თითოეულ სტუმარს განსხვავებულ და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

"Esquisse Telavi" გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და დეტალებზე ზრუნვით — ის წარმოადგენს ქართული ოსტატობისა და თბილი მასპინძლობის ნამდვილ ნიმუშს.

"Esquisse Telavi" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ლოკაცია: თელავი, კურდღელაურის 19.

ძირითადი მოვალეობები:

** როდუქციის მიღება და გაცემა დადგენილი წესის მიხედვით;
** მიღებული და გაცემული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღწერა;
** საწყობის მარაგების კონტროლი და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
** თვის ბოლოს საწყობის რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა;
** საწყობის წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება სასტუმროს, რითეილის ან მსგავს სფეროში;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება რომელიმე საწყობის ან ERP პროგრამაში მუშაობის;

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება 1200 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50% ფასდაკლება სასტუმროსა და რესტორანში

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: salomeshakaia@ginohotels.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დამირეკეთ ნომერზე 551881118

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია