Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669801&print=yes&view=jobs
 
მოლარეს ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარეს ასისტენტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს საუნივერსიტეტო ბაზებისა და დამხმარე ობიექტების მართვის სამსახურში, საუნივერსიტეტო სასადილოში მოლარის ასისტენტის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მზა კერძების აწონვა და მომხმარებელთან მიწოდება;
** ცხელი სასმელების მომზადება;
** გაყიდვის წერტილზე ფულადი თანხის კონტროლი;
** ფურშეტების, ყავის შესვენების და უნივერსიტეტის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A1 დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

ქცევითი კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ემოციების მართვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ, შესაძლებელია როგორც სრული, ისე არასრული გრაფიკით დასაქმება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 15 ოქტომბრის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ჩოლოყაშვილის 3/5, მოლარის ასისტენტი").

დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია