დასახელება:
მიწოდების დაგეგმარების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ენგადი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების დაგეგმარების სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** სისტემაში ფორმირებული შეკვეთების დამუშავება და მათი სატრანსპორტო საშუალებებზე განაწილების სქემის ფორმირება;
** სადისტრიბუციო არეალისა (მისამართების) და შეკვეთების გათვალისწინებით ოპტიმალური მარშუტების ფორმირება და ამის შესაბამისად მისამართების პარამეტრული მონაცემების გაწერა;
** მარშუტიზაციის სქემების შემუშავება/განახლება და საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტული მარშუტის ფორმირება;
** ყოველდღიური მარშუტების შესახებ მონაცემების შენახვა და შედეგების რეპორტინგი;
** ეფექტური მარშუტიზაციის პროცესის უზრუნველსაყოფად, საჭიროებების იდენტიფიცირება და ინიციატივის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული სასაქონლო ნაშთის მონიტორინგი;
** სხვადასხვა სახის რეგულარული რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღანელის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საშუალო ან/და პროფესიული განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება სამუშაო გამოცდილებას სასაწყობე ოპერაციებში, მომარაგება/მიწოდების/ტრანსპორტირების ოპერაციებში;
** აუცილებელია MS Office;
** საოპერაციო სისტემების (სასურველია ERP) ცოდნა;
** საავტომობილო გზების/წესების შესახებ მყარი ცოდნა;
** ინტერნეტ საძებო სისტემების და რუქების (google map) გამოყენების უნარი;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ორგანიზების და კოორდინაციის ძლიერი უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური უნარი - კომპლექსური საოპერაციო საკითხის გააზრებისა და მისი გადაწყვეტის გზების მოძიების უნარი;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: HR@bakhmaro.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|