Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვენგო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.

"ვენგო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00;
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: 1, 600 - 2, 000 ლარი ნეტი (+ ბონუსი)

მიზანი:

საშუალო და სტაბილური კლიენტების პორტფელის მართვა და რეგულარული შემოსავლების მოზიდვა.

ძირითადი ვალდებულებები:

** გაეცნოს კომპანიის შინაგანაწესს და პრეზენტაციას.
** აქტიური გაყიდვები უკვე არსებული და ახალი კლიენტების მიმართულებით.
** პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაცია. (დღიური საშუალო ≥30 ზარი).
** CRM-ში კლიენტების, მოთხოვნების და შეკვეთების რეგისტრაცია.
** მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმოება.
** საოპერაციო გუნდთან კოორდინაცია ფასის გამოთვლაზე.
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და ესკალაცია.
** ტენდერებში მონაწილეობა საშუალო მოცულობაზე (RFI/RFQ შევსება).
** დოკუმენტაცია: შეთავაზებების მომზადება, შეკვეთის ფორმები, კონტრაქტის შაბლონების ინიციაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის ხარისხი (სასურველია: ბიზნეს-ადმინისტრირება, ლოჯისტიკა).
** გამოცდილება: 1-2 წელი B2B გაყიდვებში (სასურველია ლოჯისტიკაში ან ექსპედირებაში).
** უნარები:
** მოლაპარაკებების დამოუკიდებლად წარმართვა.
** ახალი კლიენტების მოზიდვის და არსებული კლიენტების შენარჩუნების უნარი.
** ანალიტიკური უნარები (ფასების შედარება, ტენდენციების შეფასება).
** უცხო ენები: სასურველია ინგლისური ენა (B2+/C1), მეორე უცხო ენა უპირატესობად ჩაითვლება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე