დასახელება:
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ვენგო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"ვენგო ჯგუფი" აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. ჯგუფის წევრი სატრანსპორტო კომპანია 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც საერთაშორისო გადამზიდავი.
"ვენგო ჯგუფი"-აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი; ჭავჭავაძის 37ბ;
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00 - 18:00;
დასვენების დღე: შაბათი - კვირა
ანაზღაურება: 1, 200 - 1, 400 ლარი ნეტი (+ ბონუსი)
მიზანი
ახალი კლიენტების მოძიება, CRM-ის მართვა და სტანდარტული შეკვეთების მხარდაჭერა.
ძირითადი ვალდებულებები:
** გაეცნოს კომპანიის შინაგანაწესს და პრეზენტაციას.
** დეტალურად შეისწავლოს კომპანიის შიდა დოკუმენტები (გადაზიდვის ტიპები, პროცესი, ტარიფების, CRM-ის ფუნქციონალი და პარტნიორების შესახებ ინფორმაცია).
** დააკვირდეს მენეჯერთა მოლაპარაკებებს და გაყიდვების სრულ პროცესს.
** პოტენციური კლიენტების მოძიება და პირველადი კომუნიკაცია. (დღიური საშუალო ≥30 ზარი).
** CRM-ში ახალი კლიენტების რეგისტრაცია.
** CRM-ში მოთხოვნების რეგისტრაცია და განახლება.
** CRM-ში შეკვეთების რეგისტრაცია.
** საოპერაციო გუნდთან კოორდინაცია ფასის გამოთვლაზე.
** დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და ესკალაცია.
** დოკუმენტაცია: შეთავაზებების მომზადება, შეკვეთის ფორმები, კონტრაქტის შაბლონების ინიციაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი (სასურველია: ბიზნეს-ადმინისტრირება, ლოჯისტიკა).
** გამოცდილება: 0-1 წელი გაყიდვებში ან ლოჯისტიკაში (სტაჟირების გამოცდილებაც საკმარისია).
** უნარები:
** კომუნიკაციის მაღალი უნარი (ტელეფონი, ელფოსტა, პრეზენტაცია).
** CRM სისტემებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა. (უპირატესობად ჩაითვლება)
** ანალიტიკური აზროვნება.
** უცხო ენები: სასურველია ინგლისური (B2+), მეორე უცხო ენა უპირატესობად ჩაითვლება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@vengo.ge და გთხოვთ, სათაურის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "უმცროსი გაყიდვების მენეჯერი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|