დასახელება:
უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური:
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ანალიტიკური მოდელების საჭიროების შემთხვევაში დახვეწა;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა — ანაზღაურების, ბენეფიტებისა და შრომითი ხარჯების ანალიზი;
** მენეჯმენტისთვის რეგულარული და მოთხოვნის მიხედვით სპეციალიზებული რეპორტების მომზადება;
** თანამშრომელთა გადინების კოეფიციენტის გამოთვლა და შედეგების ანალიზი;
** ადამიანური კაპიტალის მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემური ანალიზი;
** პრეზენტაციების მომზადება და რეპორტების ვიზუალიზაცია.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (სტატისტიკა, ეკონომიკა, მენეჯმენტი, ფინანსები ან მონაცემთა ანალიტიკა);
** 1 წლიანი გამოცდილება მონაცემთა ანალიზში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივ მონაცემებთან მუშაობის უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1953
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|