დასახელება:
ელექტრო ინჟინერი
|
მომწოდებელი:
SekkeiPark
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ ვასრულებთ ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტებს. აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში:
** პროექტების დაპროექტებაში.
** პროექტის განხორციელებაში.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ელექტროობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება;
** არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას, პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
** ელექტროობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
** ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია;
** შესრულებული პროექტის რევიზია;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** საინჟინრო პროგრამა AUTOCAD-ის ცოდნა;
** ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა;
** განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
უნარები და თვისებები:
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული.
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი.
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარება
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
** მზარდი ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|