Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669738&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების ექსპერტი
მომწოდებელი: Mycorner.ge
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია Mycorner.ge აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ექსპერტის პოზიციაზე.

Mycorner.ge არის მულტიფუნქციური უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე მხოლოდ ექსკლუზიური მიმართულებით, სთავაზობს მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, იურიდიულ მომსახურებას, შეფასებას საერთაშორისო სტანდარტით. ქართულ ბაზარზე ოპერირებს უკვე სამი წელია და წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი N44;
გრაფიკი: სრული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შესვენება 1 საათი.
სამუშაო პერიოდი: 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** განვითარების შესაძლებლობა;
** სრული იურიდიული, მარკეტინგული და ტექნიკური მხარდაჭერა;
** მაღალი ბონუსური სისტემა;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** ინდივიდუალური ბაზის შექმნა;
** უძრავი ქონების პორტფელის შექმნა;
** მოლაპარაკების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;

თუ გაქვთ სურვილი გქონდეთ მაღალი ანაზღაურება და გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@mycorner.ge და წერილის თემაში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (უძრავი ქონების ექსპერტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

Mycorner.ge მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია