Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669737&print=yes&view=jobs
 
არეა მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არეა მენეჯერი
მომწოდებელი: Costa Coffee
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"Costa Coffee Georgia"-ს გუნდში ვეძებთ არეა მენეჯერს.

Costa Coffee მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული ყავის ბრენდია, რომელსაც უკვე 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს და 40-ზე მეტ ქვეყანაში გულით უმასპინძლდება ყავის მოყვარულებს.

ლოკაცია: ირაკლი აბაშიძის N 68
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00, შესვენება 13:00-14:00.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ფილიალების ოპერაციული პროცესების დაგეგმვა, სტანდარტიზაცია და მონიტორინგი
** ბრენდის Costa Coffee-ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვის სისტემატური კონტროლი
** ლოჯისტიკისა და მარაგების მართვის პროცესში აქტიური ჩართულობა
** შიდა აუდიტის და ფილიალების ინსპექტირებაში მონაწილეობის მიღება
** სერვისის ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივებზე მუშაობა
** ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის
** თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შრომის შეფასების პროცესში მონაწილეობა
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში ან საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილება)
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან სხვა შესაბამის სფეროში
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word, Outlook)

პიროვნული თვისებები:

** ოპერაციული პროცესების ორგანიზებისა და ეფექტურად მართვის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@costacoffee.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10.10.2025

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და თქვენი რეზიუმე შეინახება კანდიდატთა ბაზაში 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია