დასახელება:
უმცროსი ქსელის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
SOLVIT
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "სოლვითი" 2013 წლიდან აქტიურად საქმიანობს IT აუთსორს მომსახურების სფეროში. კომპანიას განხორციელებული აქვს, მრავალი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი. კომპანიის წარმატება, ეფუძნება პროფესიულ ბიზნეს მიდგომას და შედეგებზე პასუხისმგებლობას. ჩვენთან თანამშრომლობით დაინტერესებულ პირებს, ვთავაზობთ აქტიურ, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც მხარდაჭერა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://solvit.ge/en/
კომპანია "SOLVIT" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ქსელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
ჩვენ ვეძებთ კვალიფიციურ და პროფესიონალ ქსელის ადმინისტრატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს მზარდ და დინამიურ გუნდს. აღნიშნული პოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, კომპანიის მასშტაბით ყველა ქსელური საკითხის მართვა და უფროსი ქსელის ადმინისტრატორთან, IT გუნდთან და კომპანიის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა.
პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00- 18:00
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, ნ. ბოხუას #4
უმცროსი ქსელის ადმინისტრატორის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პარტნიორ კომპანიების ქსელური ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ძირითადი ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ადმინისტრირება: LAN/WAN/WLAN ქსელები, უსაფრთხოება (ფაერვოლები);
** ქსელის მონიტორინგის და სარეზერვო ასლების სერვისების დანერგვა და ადმინისტრირება (ბექაფირება, ალერტები)
** ქსელური ინფრასტრუქტურის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
** დისტანციური წვდომის სერვისების მხარდაჭერა (VPN);
** ქსელური ინფრასტრუქტურისა და სერვისების ზუსტი ტოპოლოგიური დიაგრამების წარმოება;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლა და დანერგვა;
** პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში თანამშრომლობა სხვა სერვის გუნდებთან.
** განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშგება, ანალიზი.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
** აუცილებელია Cisco-ის ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა;
** მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება Cisco ტექნოლოგიებთან მუშაობაში;
** დისტანციური წვდომის სერვისების მხარდაჭერის გამოცდილება (SSL VPN, S2S VPN);
** დინამიური როუტინგ პროტოკოლების ცოდნა (OSPF, EIGRP, BGP)
** რომელიმე ვენდორის ფაერვოლის კონფიგურაციის გამოცდილება (Fortinet, Cisco, Checkpoint, Palo-Alto, Juniper)
** VPN და NAT ტექნოლოგიების ცოდნა.
** სვიჩინგ და Wi-Fi პროტოკოლების ცოდნა
უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვის და მართვის უნარი.
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად და პროაქტიულად მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ:
** საინტერესო, მრავალფეროვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერას;
** მაღალკვალიფიციური ქსელის ადმინისტრატორებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@solvit.ge.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "უმცროსი ქსელის ადმინისტრატორი".
გისურვებთ წარმატებას და გელით ჩვენს გუნდში.
|
|
|
|