დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი აი ავტოსერვისი
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
"ჯი აი ავტოსერვისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
"ჯი აი ავტოსერვისი" არის ავტოსერვისი, სადაც სერვისთან ერთად მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილების ნაწილები.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ავთანდილის ქუჩა №43
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** ავტონაწილების მოძიება ადგილობრივ ბაზარზე
** ავტონაწილების შესყიდვა და დასაწყობება
** საწყობის მართვა და მარაგების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ავტოსფეროში
** ავტომობილის აგებულების საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
ჩვენ გთავაზობთ:
** მოწესრიგებულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ დასაქმებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პირობებს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელ. ფოსტაზე: giplusservice@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ: +995 595 00 44 00.
|
|
|
|