Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669655&print=yes&view=jobs
 
ბიზნეს განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობა და ახალი პარტნიორობების განვითარება;
** ბაზრის ანალიზისა და ტენდენციების გათვალისწინებით პროდუქტების ასორტიმენტის დაგეგმვა და განვითარება;
** წლიური შესყიდვების, გაყიდვების გეგმებისა და მიზნობრივი პარამეტრების შედგენა;
** მარაგების მინიმალური და მაქსიმალური ზღვრების განსაზღვრა, მონიტორინგი და დროული შესყიდვების ინიციირება;
** ფასდადების სტანდარტების განსაზღვრა და მარჟიანობის მუდმივი კონტროლი;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი, გეგმებთან შედარება და გადახრებზე რეაგირება;
** მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობა საცალო და საბითუმო მიმართულებებისთვის;
** მიმდინარე რეჟიმში გაყიდვების დინამიკისა და დაგეგმილი აქციების შესაბამისად შესყიდვების გეგმების კორექტირება;
** ბრენდებთან კომუნიკაციისა და მსოფლიო ტექნიკის ბაზრის ტენდენციებზე თვალყურის დევნებით მაღალ მოთხოვნადი, დეფიციტური მარაგების დროული იდენტიფიკაცია და სარეზერვო შეკვეთების ინიციირება ხელმძღვანელობასთან;
** ანგარიშგებების მომზადება და შედეგების წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** სტრატეგიული აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/xxd5Bd99Ah
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია