Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669653&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
"ალტა" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, რომელიც ოპერირებს როგორც მსოფლიო ბრენდების, ისე დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით და წარმოადგენს უმსხვილესი მსოფლიო ბრენდების პარტნიორულ კომპანიას.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომუნიკაციების მართვა - სხვადასხვა ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და პარტნიორ ბრენდებთან ერთობლივი პროექტების კოორდინაცია;
** ალტას პარტნიორ ბრენდებთან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** სპონსორობისა და ინფლუენსერებთან თანამშრომლობის პროექტების მართვა, მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
** მარკეტინგული პროცესების ორგანიზება და ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია;
** ბრენდის ცნობადობის, გაყიდვებისა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდაზე მიმართული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** სავაჭრო ცენტრებთან კომუნიკაცია და ერთობლივი კამპანიების მართვა;
** მარკეტინგული მასალების მომზადებისა და წარმოების პროცესების კოორდინაცია;
** მონაცემთა ანალიზი, რეპორტინგი და მიმდინარე ოპერაციული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ განაცხადი "შეავსე სააპლიკაციო ფორმა" ღილაკის მეშვეობით.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/iyXM22jCQG
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია