Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669640&print=yes&view=jobs
 
დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორი
მომწოდებელი: International Business Counselors
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
"International Business Counselors" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი.
ანაზღაურება: 3 000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა + ბონუსები (ანაზღაურების ზრდა განიხილება დასაქმებიდან 8 თვის შემდეგ).

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელება და კონტროლი.
** კომპანიის დანაყოფებს შორის ეფექტური ურთიერთქმედების განხორციელების მიზნით სამუშაოს ორგანიზება.
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში.
** იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი.
** სასამართლო წარმომადგენობა.
** კომპანიის თანამშრომლების ზედამხედველობა და მიმდინარე მუშა პროცესების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება. (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით სავალდებულოა).
** იურისტად ან ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი. (სავალდებულოა)
** ანალოგიურ ან მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სასურველია)
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სასურველია)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია