Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თბილისი
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "ტოიოტა ცენტრი თბილისი" არის ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც საავტომობილო ბაზარზე, 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს, ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელების ავტომობილების ფართო არჩევანს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს, ასევე ავტომანქანის მაღალპროფესიონალურ სერვისს, რომელიც ტოიოტას სერტიფიცირებული ხელოსნების მიერ ხორციელდება. "ტოიოტა ცენტრი თბილისის" შოურუმი და სერვისცენტრი, სრულად არის "ტოიოტას" საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში და მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტზეა მორგებული.

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 116
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00, შაბათ დღეს 09:00 საათიდან 13:30 საათამდე
** სამუშაო დროზე შესაძლებელია შეთანხმება
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები),

ფუნქციები და პასუხისმგებლობები

** კომპანიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის (ავტო-ტექ მომსახურების ზონა) ყოველდღიური დალაგება და სისუფთავის შენარჩუნება;
** ტერიტორიის დაგვა, ნარჩენების მოცილება;
** ნაგვის შეგროვება და განსაზღვრულ ადგილზე გატანა;
** ტერიტორიის მდგომარეობის მონიტორინგი და სისუფთავესთან დაკავშირებული ხარვეზების დროული დაფიქსება;
** სახიფათო ნარჩენების განთავსების ადგილის სისუფთავის კონტროლი და არარელევანტური ნივთებისგან განთავისუფლების უზრუნველყოფა (კარდონის ყუთები, პალეტები).

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდში - ტოიოტას გლობალური სტანდარტების შესაბამისად;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო, სადაც შედეგი ფასდება;
** სოციალური პაკეტი და თანამშრომელზე ორიენტირებული პირობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://toyota-tbilisi.com/

პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@toyota-tbilisi.com მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს კანდიდატის შერჩევის პროცესისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები.

ანიჭებთ შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მომავალში თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.

დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით
გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

დასაქმებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, შპს "ტოიოტა ცენტრი თბილისი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში დაცულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22, info@toyota-tbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე