დასახელება:
კლასგარეშე დისციპლინის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
UCMAS Georgia
|
გამოქვეყნდა: 25 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
|
საერთაშორისო სასწავლო პროგრამა "UCMAS Georgia" აცხადებს ვაკანსიას კლასგარეშე დისციპლინის მასწავლებლის პოზიციაზე თბილისის ცენტრებისათვის.
კომპანიის შესახებ: "სმარტ მან" არის საერთაშორისო კომპანია, რომლის მიზანია საქართველოში მსოფლიო მოწინავე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, ერთ-ერთი ასეთი უკვე წარმატებით განხორციელებული პროექტია მენტალური არითმეტიკის პროგრამა (UCMAS), რომელსაც საქართველოს 6 ქალაქში 4, 000-ზე მეტი წარმატებული მოსწავლე ჰყავს.
უფლება-მოვალეობები:
** პროგრამის ოფიციალური სასწავლო პროგრამის შესაბამისად საგაკვეთილო პროცესის წარმართვა;
** მოსწავლეებისთვის მენტალური არითმეტიკის პროგრამის ჯეროვნად სწავლება, როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ ფორმატში; ასევე საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ პლატფორმაზე;
** მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება და საჭიროებისამებრ, რეკომენდაციის გაცემა.
დასაქმებულისათვის მენტალური არითმეტიკის პროგრამის სწავლებისთვის ტრენინგს კომპანია უზრუნველყოფს.
დეტალები:
** სრული განაკვეთი: 09:30 - 18:00. სამუშაო დღეები მოიცავს შაბათ-კვირას, დასვენება - ორი დღე შუა კვირაში (დასვენების დღეები შეთანხმდება);
** ნახევარი განაკვეთი: სამუშაო საათები - შეთანხმების საფუძველზე. სამუშაო დღეები მოიცავს შაბათ-კვირას
ხელზე ასაღები ხელფასი: 800-დან 1200 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით).
მოთხოვნები:
** კანდიდატს, სასურველია, ჰქონდეს პედაგოგიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** მათემატიკისა და ტექნიკური მეცნიერებებისადმი ინტერესი ჩაითვლება პლუსად.
გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ucmas.ge.
ელფოსტის თემაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - Extracurricular Teacher
|
|
|
|