Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

კომპანია "ოტო მოტორსი" თბილისი მოლში მდებარე ბრენდ მაღაზიისათვის, სადაც წარმოდგენილია ავტოკომეტიკა და ავტოაქსესუარები აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოლარე-კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი - თვეში 15 დღე
ანაზღაურება - 1000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში, ხანგრძლივობა 3 თვე)
სამუშაო ადგილი - სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** დაგეგმვის უნარი
** ენერგიულობა და სისხარტე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე მიმდინარე ყოველდღიური სალარო ოპერაციების მართვა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით)
** შეკვეთის მომზადება, გაგზავნა და მიღებული შეკვეთების მითვლა, შემდეგ დახლებზე დალაგება
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy1@otomotors.ge არაუგვიანეს 2025 წლის 30 სექტემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე 577 180 383

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე