დასახელება:
დოკუმენტბრუნვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ბი2ბი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
კომპანია "B2B"-ი აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტბრუნვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი, ავტობაზრობის ტერიტორია
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10:00 სთ - 17:00 სთ, შაბათი 10:00 სთ - 16:00 სთ შესვენება 1 საათი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით ექსელი)
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა (მინიმალური დონე A2).
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილების დოკუმენტაციის მიღება/აღრიცხვა/დახარისხება/გასაცემად მომზადება;
** კლიენტებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა წინასწარ დადგენილი სტანდარტის და პროცედურის შესაბამისად;
** მიღებული დოკუმენტაციის ბაზის წარმოება, მიმღების მითითება და გასაცემი დოკუმენტაციის აღრიცხვა;
** ავტომობილის გაცემისთვის საჭირო დოკუმენტის (კონოსამენტი) მომზადება;
** რეესტრების დოკუმენტის შევსება, შესაბამისი ინფორმაციის მითითება (მათ შორის ვინ-კოდი, მყიდველის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია) და დაარქივება;
შპს "b2b" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|