Робота для біженців з України
რეგიონული მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
კომპანია, რომელიც ოპერირებს B2B და B2C გაყიდვების სფეროში და ქმნის ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას, აცხადებს ვაკანსიას რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე, ქალაქ ბათუმში.

მდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 10:00- 18:00
ანაზღაურება: 6000-8000 ლარის ფარგლებში, პლუს ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დასავლეთ რეგიონში გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
** ტექნიკური დეპარტამენტის, საწყობის და გაყიდვების თანამშრომლების მართვა;
** ხარისხის სტანდარტების მონიტორინგი და დაცვა.
** მიმართულების ხელმძღვანელებთან კოორდინაცია.
** გუნდის გადამზადება და გაყიდვების მუდმივი სტიმულირება.
** ახალი ბაზრებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
** კომპანიის B2B და B2C- მიმართულების განვითარება.
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანალიზი;
** კომპანიაში ძირითადი პროცესების ზედამხედველობა.
** თანამშრომელთა სელექციაში ჩართულობა, განვითარება, გუნდის ლიდერობა, მხარდაჭერა და მართვა;
** თანამშრომლების საჭიროებების იდენტიფიცირება და განვითარებაზე ზრუნვა.
** კომპანიაში წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება და მუდმივი მონიტორინგი.
** კომპანიის რისკების ანალიზი და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროში.
** აღმასრულებელი რგოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. მათ შორის, გუნდის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციული განვითარების, გაყიდვების, ტალანტების მართვის და პროექტების მენეჯმენტში გამოცდილება.
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე და გამოაგზავნოთ რეზიუმე - https://rb.gy/fxfkj

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე