Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669530&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა უქმე დღე.
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო.
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

ჩვენი ბენეფიტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა.
** ულიმიტო სატელეფონო სასაუბრო დრო.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსები/ეკონომიკა.
** ამავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურების გაწევა.
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაცია.
** სესხის ხელშეკრულებების მომზადება.
** სესხის გაცემის პროცესის მართვა.
** სასესხო პორტფელის მუდმივი მონიტორინგი და მართვა.
** სავალუტე ოპერაციების შესრულება.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** თავაზიანი, კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარის მქონე;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@un.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია