დასახელება:
ჯავშნების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
ელთ ბილდინგი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს პასუხისმგებლობიან და აქტიურ წევრს ჯავშნების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
"იელთი ჯგუფი" 2017 წლიდან შემოვიდა ქართულ სამშენებლო- დეველოპერულ ასპარეზზე. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ შეძლო და მოიპოვა სანდო პარტნიორის რეპუტაცია და განვითარების სწორი სტრატეგიით უზრუნველყო ის სწრაფი ზრდა, რომელიც სახეზეა. "იელთი ჯგუფის" ხედვა ითვალისწინებს, ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მომხმარებლის საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან, სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ "კვარტლის კონცეფციას".
კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 300 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, "ელთ კვარტალის" სახით, ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40სთ კვირაში)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1600-1800 ლარის ფარგლებში (კომპეტენციის შესაბამისად)
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა წახალისების სისტემა.
ძირითადი ფუნქციები:
** ჯავშნების პროცესის სრული მართვა;
** გუნდის კოორდინაცია და სამუშაო გრაფიკების კონტროლი;
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია (ელ-ფოსტით, სატელეფონო და ონლაინ არხებით);
** ონლაინ პლატფორმების (Booking.com, Airbnb, Expedia და სხვ.) მონიტორინგი და განახლება;
** გაყიდვების სტრატეგიების მხარდაჭერა - ფასების პოლიტიკისა და შეთავაზებების ოპტიმიზაცია;
** ანგარიშგებების მომზადება მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია, 1C პროგრამის ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე (დამატებითი ენები უპირატესობაა);
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
გრაფიკი: 5/2;
სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი;
გამოგვიგზავნე შენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@eltgroup.ge; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია.
შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|