დასახელება:
რობოტიკის მასწავლებელი
|
მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას რობოტიკის მასწავლებლის პოზიციაზე შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი.
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
პროგრესი 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
პროგრესს ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე პროგრესს ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://www.schoolprogress.ge/
ჩვენ ვეძებთ რობოტიკის მასწავლებელს, რომელიც შემოქმედებითად და პასუხისმგებლობით ჩაერთვება მოსწავლეების სწავლების პროცესში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
ადგილების რაოდენობა: 3
დასაქმების ტიპი: სრული ან ნაწილობრივი განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** რობოტიკის და პროგრამირების საფუძვლების სწავლება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში;
** რობოტული სისტემების კონსტრუქციისა და პროგრამირების პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება.
** პრაქტიკული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომლითაც მოსწავლეები შეისწავლიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს;
** გუნდური მუშაობის წახალისება და შემოქმედებითი ამოცანების შეთავაზება;
** მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებებსა და კონკურსებში.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** ტექნიკური/საინჟინრო ან კომპიუტერული მიმართულების განათლება (ან მსგავს სფეროში გამოცდილება);
** პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის უნარი;
** სასურველია რობოტიკისა და STEM საგნების სწავლების გამოცდილება;
** ინოვაციური აზროვნება, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობა იმუშაო ინტელექტუალურად გამორჩეულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან;
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით.
ადგილმდებარეობა:
** ქ. ბათუმი, შამილაძის #30,
** ქ. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის #20,
** ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39.
რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ:
hr.batumi@schoolprogress.ge - ბათუმი
hr.kutaisi@schoolprogress.ge - ქუთაისი
hrtbilisi@schoolprogress.ge - თბილისი
სათაურში მიუთითეთ: რობოტიკის მასწავლებელი და ქალაქის სახელწოდება სადაც გსურთ დასაქმება.
ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 579 333370; 598 689064
️გასაუბრებასთან დაკავშირებით დავიბარებთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
მადლობა დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|