Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ- 18 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის ჩამოყალიბება (B2B და B2C);
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** სამშენებლო და საინჟინრო სექტორში კლიენტებისთვის გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** საცალო გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
** კონკურენტული ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვების სტატისტიკის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის რეპორტინგი;
** პროფესიული პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში სამშენებლო სექტორში (ინჟინერია, სამშენებლო მასალები, ტექნიკური სისტემები ჩაითვლება უპირატესობას.);
** ტექნიკური ცოდნა (სასურველია განათლება საინჟინრო/ტექნიკურ მიმართულებით);
** პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების, კერძოდ Exel - ის კარგად ფლობა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და ერთდროულად რამდენიმე პროცესზე მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის შესაძლებლობა;

ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებზე);

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "გაყიდვების მენეჯერი".

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე