დასახელება:
მოლარე - კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
კომპიუტერების მაღაზიების ქსელი ბელი
|
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
|
ტექნიკის, ტელეფონებისა და კომპიუტერების აქსესუარების მაღაზიების ქსელი "ბელი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება)
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** ლოკაცია: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №2, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორია.
** ანაზღაურება: 1000 (ათასი) ლარი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით + ბონუსი გაყიდვებიდან (ჯამში 1500 ლარი და ზევით)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** არსებული პროდუქციის განთავსება მაღაზიაში, მარაგების მართვა, სალაროსთან მუშაობა
** მოთხოვნადი პროდუქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის მოთხოვნის მენეჯერთან დაფიქსირება
** ონლაინ შეკვეთების შეგროვება და გაგზავნა
** კომპანიის სოციალური გვერდების მართვა;
მოთხოვნები და უნარები:
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება
** Fina სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
პიროვნული მახასიათებლები:
** მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზანდასახულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირება
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს
** პიროვნულ და კარიერულ ზრდას ფილიალის მენეჯერის და ქსელის მენეჯერის პოზიციებამდე.
** პროდუქციაზე შიდა ფასდაკლებას თანამშრომლებისათვის
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: info@geniusgroup.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|