Робота для біженців з України
HR ასისტენტი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ასისტენტი
მომწოდებელი: სასტუმრო Crowne Plaza Borjomi
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
სასტუმრო "ქრაუნ პლაზა ბორჯომი", რომელიც 2015 წლიდან არის ბაზარზე და არის ინტერკონტინეტალ სასტუმროების ჯგუფის წევრი (IHG) აცხადებს ვაკანსიას - HR ასისტენტის პოზიციაზე.

ლოკაცია: ბორჯომი

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა პერსონალური ფაილების მართვა და განახლება;
** შრომითი ხელშეკრულებების, დანიშვნის, ცვლილებებისა და გათავისუფლების ბრძანებების მომზადება;
** HR სოფტის მართვა;
** რეკრუტინგის პროცესში ჩართულობა: ვაკანსიების გამოქვეყნება სხვადასხვა არხზე (LinkedIn, Jobs.ge და სხვა), მიღებული რეზიუმეების დახარისხება და შერჩევის პროცესში ჩართულობა;
** ინტერვიუს განრიგის შეთანხმება კანდიდატებთან და ხელმძღვანელებთან;
** თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა;
** HR მენეჯერისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება;

საჭირო უნარები:

** უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერების/იურიდიულის ან სათანადო სფეროში;
** უცხო ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** MS Office ცოდნა;

გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდას;
** განვითარებას რეკრუტინგის, HR დოკუმენტაციის მართვისა და ადამიანური რესურსების პროცესებში;
** საცხოვრებელსა და კვებას;

თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, რევოკაციასა და დაინტერესებული ხარ სასტუმრო სფეროთი მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულს ფოსტაზე: hr@cpborjomi.com და მიუთითოთ subject-ში პოზიცია.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე