Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669402&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრული პროგრამა ფინას სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრული პროგრამა ფინას სპეციალისტი
მომწოდებელი: აზია სერვისი
გამოქვეყნდა: 24 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი
შპს "აზიასერვისი" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტს სთავაზობს ავტოსატრანსპორტო მომსახურებას. კომპანიას ჰყავს მრავალრიცხოვანი ავტოპარკი და მომსახურების სხვადასხვა მიმართულება.

პოზიციის მოკლე აღწერა:

ვეძებთ ბუღალტრული პროგრამა "ფინას"-ის გამოცდილ სპეციალისტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის საწყობის ყოველდღიურ კონტროლსა და ფინანსურ-ბუღალტრული რეპორტების წარმოებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის მარაგების ყოველდღიური კონტროლი და სწორად აღრიცხვა;
** ბუღალტრული ოპერაციების სრულყოფილად შეყვანა პროგრამა "ფინას"-ში;
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება;
** ყოველდღიური ფინანსური და საწყობის რეპორტების მომზადება;
** ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგებების მიწოდება;
** თანამშრომლობა ფინანსურ და საბუღალტრო განყოფილებასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამა "ფინას"-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;
** საბუღალტრო და საწყობის აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
** ყოველდღიური რეპორტინგის წარმოების გამოცდილება (სასურველია);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

როგორ დავიკავოთ პოზიცია:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტებზე:

mefarishvilimari469@gmail.com (მარიამ მეფარიშვილი)
kobagrigalashvili@yahoo.com (კობა გრიგალაშვილი)

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

მარიამი: 557 59 15 76
კობა: 599 08 42 80

სათაურის ველში მიუთითეთ: "ფინას სპეციალისტი - აზიასერვისი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია