Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=669184&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს მარკეტინგის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების ბანდლების და ბიუთი ბოქსების პროექტების მართვა;
** POS მასალები და წარმოება;
** სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულობა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტებში ჩართულობა და მენეჯერების მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (ბაკალავრის ხარისხი) მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გამართულად წერის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროექტულად მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების უნარი და ანალიზის საპრეზენტაციო ფორმატში წარდგენის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ოქტომბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია