დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება;
** პაციენტების საბუთების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** სასურველია ფარმაციის მიმართულების სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 ოქტომბერი, 2025 წელი.
|
|
|
|