დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს იურისტის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ახორციელებს კომპანიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფასა და მის შესაბამისობას კანონმდებლობასთან;
** აწარმოებს კომპანიის სახელით გასაფორმებელი გარიგებების/ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებების, ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის/მათი პროექტების მომზადებას, კორექტირებას, ანალიზს, რისკების შეფასებას ან/და საჭიროებისამებრ ვიზირებას/შეთანხმებას;
** ახორციელებს კომპანიის საქმიანობისათვის საჭირო ნებართვების, ლიცენზიებისა და უფლებამოსილების მიმნიჭებელი სხვა დოკუმენტაციის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვებას, მომზადებასა და წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
** უზრუნველყოფს უფლებების/ინტერესების დაცვასა და კომპანიის წარმომადგენლობას კერძო/საჯარო სამართლის კომერციულ და არაკომერციულ პირებთან და ადმინისტრაციულ/სახელმწიფო ორგანოებთან;
** წარმოადგენს კომპანიას და იცავს მის ინტერესებს სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებში;
** კომპანიის სახელით უზრუნველყოფს დავებზე სარჩელების, შესაგებლების, საჩივრებისა და სხვა პროცესუალური დოკუმენტების მომზადებას, შეგროვებასა და წარდგენას შესაბამის ორგანოებში;
** უზრუნველყოფს კომპანიის ხელმძღვანელობისა და დასაქმებულთა სამართლებრივ კონსულტირებასა და მათთვის შესაბამისი განმარტებებისა და რეკომენდაციების მიცემას;
** უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების/ცვლილებების გაცნობას უშუალო უფროსისათვის და კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისათვის, ხოლო საჭიროებისამებრ - სამართლებრივი აქტების/ მათი პროექტების სამართლებრივ ანალიზს, რისკების შეფასებასა და შესაბამისის დასკვნების/განმარტებების მომზადებას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება - სამართლის მაგისტრის ხარისხი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური (B2-C1) და რუსული ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** კეთილსინდისიერება და სამართლიანობა;
** პროფესიონალიზმი და ეფექტიანობა;
** თავაზიანობა და ეთიკურობა;
** მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვა და დავების ეფექტიანი გადაწყვეტს უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი, კოლეგიალობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ოქტომბერი.
|
|
|
|