დასახელება:
ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სმოტორსი
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის #1
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია SMOTORS - "ეს მოტორსი"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"ეს მოტორსი" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, წარმართვა, შესრულება რეპორტის მომზადება;
** კომპანიის ბალანსზე არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების (სასაწყობე და საცალო მიმართულებით) და ძირითადი საშუალებების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაცია გაწერილი გრაფიკის მიხედვით;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის MS EXCEL-ში ასახვა. შესაბამისად ანალიზის ჩატარება მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობის ქვეშ.
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მთავარ ბუღალტერთან წარდგენა.
** იმპორტირებული საქონლის სასაწყობე ტერიტორიაზე მიღება/დათვლა ინვოისებთან მიხედვით შედარება.
** მიღების დროს წუნდებული საქონლის იდენტიფიცირება. შესაბამისი აქტის გაფორმება მთავარ ბუღალტრის ზედამხედველობის ქვეშ პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
** ასევე კომპანიაში არსებული სახარჯი მასალების, ინსტრუმენტების, სამეურნეო, IT და ა.შ. საქონლის აღწერა/შესრულებული სამუშაოს მიხედვით რეპორტინგის წარმოება.
** შესასრულებელი და შესრულებული სამუშაოების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელის ყოველდღიური ინფორმირება.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა Fina-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "SMOTORS"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|