Робота для біженців з України
არქიტექტორ-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორ-დიზაინერი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი
კომპანია "NEXT Property" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორ-დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "NEXT Property" საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.

NEXT-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.

კომპანია "NEXT Property"-ში ვეძებთ არქიტექტორ-დიზაინერს, რომელსაც აქვს რეალური სამუშაო გამოცდილება ინტერიერის მიმართულებით და შეუძლია ტექნიკური და ადმინისტრაციული როლის შესრულება.

კანდიდატი იქნება მიმდინარე და ახალი პროექტების ტექნიკური მხარდამჭერი და პროცესის კოორდინატორი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროექტირების, ისე პროექტის შემდგომ ეტაპებზე შესყიდვებისა თუ შესრულების პროცესის გამართულ მართვას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

ტექნიკური ანალიზი და პროექტირების პროცესის მხარდაჭერა

** ინტერიერის დიზაინერის მიერ შემუშავებული პროექტის ღრმა ტექნიკური ანალიზი და სწორი გადაწყვეტების მითითება
** კონსტრუქციულად და საინჟინრო თვალსაზრისით სანდო გადაწყვეტილებების მიღება;
** კოორდინაცია სხვა კონსულტანტებთან, რათა პროექტი იყოს თანმიმდევრული და შესასრულებლად გამართული.

პროექტის მიმდინარეობის კონტროლი და დროული დასრულება

** პროექტირების ეტაპზე ვადების კონტროლი და სამუშაო გრაფიკის დაცვა;
** დიზაინ გუნდთან და პროექტ მენეჯერთან ყოველკვირეული პროგრესის კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების მართვა — ავტორიზებული ცვლილებების ზუსტად ასახვა ნახაზებში და ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

შესრულების ზედამხედველობა და კოორდინაცია ობიექტზე

** მომწოდებლებსა და შემსრულებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის შემოწმება პროექტთან და ტექნიკურ დეტალებთან მიმართებაში;
** ობიექტზე ვიზიტები, პროექტთან შესაბამისობის/დეფექტების დაფიქსირება და მათი დროული გადაწყვეტა;
** სამუშაოების ხარისხის კონტროლი, ტექნიკური დირექტივების გაცემა ან საჭიროების შემთხვევაში პროექტის კორექტირება.

შესყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა

** სარემონტო მასალების, ავეჯის, განათების და სხვა ელემენტების შესყიდვამდე ტექნიკური მოთხოვნების გადამოწმება;
** შესყიდვების დეპარტამენტთან შეთანხმება თითოეული პროდუქტის ტექნიკურ სპეციფიკაციაზე;
** მიღებული პროდუქტების ხარისხისა და კონფიგურაციის შესამოწმებლად დიზაინ-დოკუმენტაციასთან შესაბამისობის გადამოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურულ/დიზაინ პროექტებზე
** ძლიერი ცოდნა AutoCAD-ში; სასურველია ცოდნა Revit / SketchUp / ArchiCAD / 3ds Max
** მშენებლობის პროცესის ტექნიკური და პრაქტიკული გამოცდილება
** სარემონტო მასალებისა და ავეჯის ტიპოლოგიის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებული და მოწესრიგებული დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია გუნდის წევრებთან და შემსრულებლებთან
** კარგი დროის მენეჯმენტი და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მონაწილეობა საინტერესო და მაღალი ხარისხის ინტერიერის პროექტებში
** პროფესიული და კრეატიული გუნდი
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო (სასურველია PDF ფორმატში ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.khinkiladze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 25 ოქტომბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ "NEXT Property"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე