დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი SMM
|
მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
|
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 19 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერი SMM თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17 ბ
** ორშ-პარასკევი 10:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება მარკეტინგში ან SMM-ში
** გაყიდვებზე ორიენტირებული და კრეატიული ტექსტების დაწერის უნარი
** digital ინსტრუმენტების, ანალიტიკისა და თანამედროვე ტრენდების ცოდნა სოციალურ ქსელებში.
** რუსული ენის ფლობა (აუცილებელია)
** Canva, Figma, Photoshop ან მსგავსი სერვისების გამოყენების უნარი — სასურველია
** გამართული ზეპირი და წერითი მეტყველება
** პასუხისმგებლობა, ინიციატივა, კრეატიულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების და ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა: digital, გარე რეკლამა, PR აქტივობები
** ბაზრის, კონკურენტებისა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზი
** პრომო აქციების, კოლაბორაციების და ღონისძიებების ორგანიზება
** სოციალური ქსელებისთვის (Instagram, Facebook, TikTok, YouTube და სხვ.) კონტენტ-გეგმის შექმნა
** კოპირაითინგი: ტექსტების მომზადება პოსტებისთვის, სტორისთვის, ბანერებისთვის, e-mail განაწილებისთვის
** ანგარიშების მართვა, კომუნიკაცია გამომწერებთან და აზრის ლიდერებთან
** მიზნობრივი რეკლამის დაყენება, სტატისტიკის ანალიზი (Meta Ads, TikTok Ads და სხვ.).
პიროვნული თვისებები:
** ლიდერული უნარი
** ანალიტიკური უნარი
** შედეგებზე ორიენტირებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის სწორად მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე რუსულ ენაზე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: staff@zgvaludi.ge
რეზიუმეს გამოგზავნისას სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|