Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=668902&print=yes&view=jobs
 
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 23 სექტემბერი / ბოლო ვადა: 23 ოქტომბერი
კომპანია "ზღვა ლუდი" ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 20 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. "ზღვა ლუდის" მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.

კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის თანამდებობაზე

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; გურამიშვილის გამზირი 17ბ
** ორშ-პარასკევი 10:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: 3500 ლარიდან;
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს-ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა არანაკლებ C1 დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიული დაგეგმვა და რეალიზაცია:
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების გეგმების შედგენა;
** გაყიდვების, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებების განსაზღვრა.

მარკეტინგი და გაყიდვები:

** გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების გუნდის მუშაობის კოორდინაცია;
** მოტივაციისა და ბონუსური სქემების შემუშავება და დანერგვა;
** გაყიდვების სტიმულირების მარკეტინგული გეგმების შემუშავება;
** მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად — მარკეტინგული სტრატეგიისა და წლიური ბიუჯეტის შემუშავება;
** ლოიალობის სისტემის გაუმჯობესება;
** მიწოდების, აგრეგატორებთან მუშაობის, ფასების ფორმირების სტრატეგიის განსაზღვრა და ქმედითი გეგმების შემუშავება.

ანალიზი და მომგებიანობის ზრდა:

** გაყიდვებისა და მომგებიანობის სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა სტრატეგიის შესაბამისად;
** შემოსავლის წყაროების ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** ხარჯების კონტროლი.

ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი: ბაზრის შესწავლა, კონკურენტების და მათი სტრატეგიების ანალიზი.

ასორტიმენტი და მომწოდებლები:

** ახალი პროდუქტებისა და სერვისების ინიცირება და დანერგვა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმართვა;
** ფასების პოლიტიკის განსაზღვრა (სასყიდლო, საცალო და აქციური ფასები).

კოორდინაცია სხვა დეპარტამენტებთან:

** მჭიდრო თანამშრომლობა მარკეტინგის, ფინანსებისა და ოპერაციულ დეპარტამენტებთან;
** თანამშრომლების მოტივაცია, შეფასება და განვითარება;
** სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავება პარტნიორებთან და კლიენტებთან;
** მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების მართვა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე სხვა ამოცანების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება;
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება, დაგეგმვისა და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: staff@zgvaludi.ge,
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია "კომერციული დირექტორი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: რეზიუმეს ან სხვა დოკუმენტის გაგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს, თქვენ ეთანხმებით მათი შენახვასა და დამუშავებას კომპანიის მიერ კანდიდატთა შერჩევის მიზნით, ვადით არაუმეტეს 3 წლისა, საქართველოს "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" კანონთან შესაბამისად.

შპს "ზღვა ლუდი" გმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის გამოცხადებისა და შერჩევის პროცესში, ასევე შრომითი ურთიერთობების ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია