Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Cloud`s Restaurant and Teracce
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
ე. ტატიშვილის ქ. 10 მდებარე "Cloud`s Restaurant and Teracce" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება. 07:00 საათიდან 15:00 საათამდე, ან 15:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1200 ლარი (დარიცხული).

ძირითადი ფუნქციები-მოვალეობებია:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) სრულყოფილად ცოდნა
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** სასურველია პროგრამა "Area.ly"-ის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ხელფასი;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სამუშაოთა გამოცდილების მიღება სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** დინამიური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევის დამატებითი პაკეტი;
** კვება;
** გასართობი სივრცეები, გუნდური ღონისძიებები, წვეულებები და მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@cnkmillennium.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და რეზიუმე გამოგზავნეთ ინგლისურ ენაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე