Робота для біженців з України
Senior ASP.NET დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Senior ASP.NET დეველოპერი
მომწოდებელი: 63BITS
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა: 22 ოქტომბერი
"63BITS" ვეძებთ Senior ASP.NET დეველოპერებს, მინიმუმ 4-5 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, რობოტიზებული საწყობის მართვის სისტემის (RWMS) და ელექტრონული სწავლების მართვის სისტემის (LMS) გუნდებისთვის.

ძირითადი ვალდებულებები

** პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა.
** მონაცემთა ბაზის სტრუქტურის, აპლიკაციის, API-ებისა და ინტერფეისების შექმნა და განვითარება.
** SQL Server მონაცემთა ბაზების დიზაინის შემუშავება და ოპტიმიზაცია.
** აპლიკაციის სტრუქტურისა და ბიზნეს ლოგიკის შექმნა და მხარდაჭერა.
** API-ებისა და ფრონტ-ენდის ინტერფეისების შექმნა და გამოქვეყნება.
** Cloud სერვისებთან ინტეგრაცია AWS ან Azure-ის გამოყენებით.
** გუნდური მუშაობა მაღალი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფის დროულად მიწოდებისთვის.
** ხარისხიანი კოდის შემუშავება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
** პრობლემების გადაჭრის უნარი და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.

ტექნიკური უნარები:

** C# პროგრამირების ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** ASP.NET Core ტექნოლოგიასთან მაღალი დონის გამოცდილება
** REST სერვისებთან მუშაობის კარგი გამოცდილება
** SQL Server მონაცემთა ბაზის საფუძვლიანი ცოდნა, მათ შორის სქემების დიზაინი და Query ოპტიმიზაცია.
** MVC Razor Views, Bootstrap, HTML, CSS, JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება.
** AWS ან Azure ღრუბლოვან პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გრაფიკი Overtime - ების გარეშე
** ინოვაციურ პროექტებსა და ტექნოლოგიებზე მუშაობის შესაძლებლობა
** გუნდური სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამედროვე და კომფორტული ოფისი.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 11:00-19:00 | ზედმეტი საათების გარეშე
სამუშაო რეჟიმი: მხოლოდ ოფისში (არა დისტანციური ან ჰიბრიდული)
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბურძგლას ქუჩა #65

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: jobs@63bits.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე